წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

0

11017159_728946777202537_9167945951735085249_n„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული თანხის გამოყენების პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გრძელდება შეხვედრები მოსახლეობასთან.

დღეს, 18 მარტს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ მიქავას, ლეჯოლოხეს და ლეღვინჯილეს მოსახლეობას.

სოფელ მიქავას მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიყო შემდეგი სახის პრიორიტეტები: შინმოუსვლელთა სტენდის რეაბილიტაცია, გარე განათება, გზის მოხრეშვა და მინი სტადიონის მშენებლობა.

ლეჯოლოხეს მოსახლეობამ ისაუბრა არსებულ პრობლემებზე და მთავარ პრიორიტეტად გამოიკვეთა გზის მოხრეშვა და წყლის სისტემის მოგვარება.
ლეღვინჯილეს მოსახლეობამ კი ხანგრძლივი განხილვის შემდეგ ჩამოაყალიბა შემდეგი სახის პრიორიტეტები: გზის მოხრეშვა, წყლის შიდა ქსელის მოწესრიგება და ხიდის რეაბილიტაცია.