წალენჯიხის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

0

1391788_479943172102900_2099730800_nწალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა და გამგებლის მოადგილეები მუჟავასა და ჭალეს თემის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მოისმინეს თემში არსებული პრობლემების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული იქნება 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში.

მუჟავას თემის მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად აირჩია შიდა გზების მოხრეშვა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება, წყალგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაცია და ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
ჭალეს თემის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმსჯელა და უპირატესობა მიანიჭა შიდა გზების მოწესრიგებას და წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციას.

იგივე პრიორიტეტებთან ერთად ეწერფერდის უბნის მოსახლეობამ საბავშვო ბაღის კეთილმოწყობაზეც გაამახვილა ყურადღება.
ფოცხო–ეწერში მოსახლეობამ იმსჯელა შემდეგ პრობლემებზე: წყალგაყვანილობის შიდა ქსელის მოწესრიგება, წისქვილის აღდგენა, ორი კორპუსის გადახურვა და სამი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის რემონტი.

სხვა ახალი ამბები: