წალენჯიხის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე საახალწლო მილოცვას ავრცელებენ

0

10537253_708514782574227_4580598666749648784_oჩვენი ქვეყანა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ბევრი განსაცდელისა და გამოწვევის წინაშე მდგარა, მაგრამ ქართველი კაცი ყოველთვის უძლებდა და ღირსეულად ხვდებოდა გასაჭირს, ახერხებდა ფეხზე წამოდგომას და იღებდა სწორ გადაწყვეტილებას, რისი წყალობითაც ჩვენმა მცირერიცხოვანმა ქვეყანამ დღემდე მოაღწია და მოაღწია ისე, რომ არ გვრცხვენია ჩვენი წარსულის, ვდგავართ სწორ გზაზე და გვაქვს პერსექტივა-გვქონდეს დიდი მომავალი. ამის იმედს მაძლევს ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში მოსახლეობის ბრძნული გადაწყვეტილება, სწორი არჩევანის გაკეთება , არჩევანი რომლის მთავარი მიზანი არის ისეთ საქართველოში ცხოვრება, როგორზეც ფიქრობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები.

2014 წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები, მიმდინარე ძვრები ყველანაირ წინაპირობას ქმნის იმისა, რომ გვქონდეს იმედი–ვიცხოვრებთ ისეთ საქართველოში, რომლისთვისაც მამული, ენა, სარწმუნოება მთავარი ღირებულება იქნება და ამ სამი ჯადოსნური სიტვის მადლით მის მომავალს საფრთხე არასდროს შეექმნება. სწორედ მამულის, ენის და სარწმუნოების სიყვარულშია გასაღები ჩვენი ქვეყნის უძლეველობისა და მარადიულობისა.

ჩვენი არჩევანი არ არის კონკრეტული პიროვნებები. ჩვენი არჩევანი სამშობლოა და ქართველი კაცი არჩევანს ყოველთვის აკეთებს და გააკეთებს იმ ძალაზე, რომელიც ქართველი ერის მთავარ ღირებულებებზე იზრუნებს. სწორედ ჩვენი ერის, მთავარი იდეალებისთვის ზრუნვა, ქვეყნისთვის თავდადება, უბრალოება და ერთგულება დაინახა ხალხმა იმ პოლიტიკურ ძალაში, მის ლიდერში,რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში და მისი ერთგული იქნება მანამ, ვიდრე თვითონ ხელისუფლება იქნება ღვთისა და ერის ერთგული.

დარწმუნებული ვარ, ეს ძალა არასოდეს გადაუხვევს გზიდან და მისთვისაც ყოველთვის უმთავრესი იქნება ის, რისი სიყვარულიც ყველაზე ღირებულია ჩვენთვის–მამული, ენა, სარწმუნოება. და სწორედ რწმენა იმისა, რომ ეს ხელისუფლება არ გადაუხვევს ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარების გზიდან.

გილოცავთ შობა–ახალ წელს და გისურვებთ შემდგომი ახალი წელი ერთმანეთისთვის აფხაზეთსა და ოსეთშიც მოგველოცოს.

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია.