წალენჯიხის გამგებელი კონკურსში გამარჯვებულ ახალ თანამშრომლებს შეხვდა

0

10842176_808928445866193_2657890947324927865_oწალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა და გამგებლის მოადგილე თენგიზ ფიფია თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში შეხვდნენ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ, კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებს. მიულოცეს კონკურსის წარმატებით დასრულება და უსურვეს წინსვლა სამსახურეობრივ ასპარეზზე.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მეორე ნახევარში საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს ამოქმედებასთან დაკავშირებით გატარდა სათანადო ღონისძიებები კერძოდ: გამგეობის დებულებაში განხორციელდა ცვლილებები, დამტკიცდა ახალი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა, გამოიცა სამართლებრივი აქტი რეორგანიზაციის თაობაზე.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ სამსახურიდან განთავისუფლდნენ ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ( ტერიტორიული ორგანოების გაუქმების შედეგად) და გამგეობის სპეციალისტები ტერიტორიულ ორგანოში. გამგეობის სტრუქტურაში არსებული ვაკანსიის შესავსებად (ვაკანსია, დროებით მოვალეობის შემსრულებლები, სულ 55 შტატი) განხორციელდა მუშაობა კონკურსის გამოცხადება–ჩატარებასთან დაკავშირებით, შეიქმნა საკონკურსო–საატესტაციო კომისია და კომისიის აპარატი, კომისის საქმიანობა ხორციელდებოდა კანონის შესაბამისად, დადგენილი წესის და ვადების დაცვით, (გამგეობა 55, საკრებულო 14) თანამდებობაზე სადაც დარეგისტრირდა 1004 საკონკურსო განაცხადი, კონკურსი ჩატარდა სამ ეტაპად, ტესტირების ეტაპზე (22–23–24 იანვარი 2015წ.) კონკურსის მიზნებისათვის დადგინდა 55%–იანი (33 ქულა) ზღვარი. გასაუბრების ეტაპზე დაშვებულ იქნა 153 კანდიდატი (გასაუბრება ჩატარდა 14–15–16 თებერვალს 2015წ.