წალენჯიხის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს

0

10903851_756362407789464_8825705805639540700_oწალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ და საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილიამ ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა სოციალურად დაუცველ 175 ოჯახს.

სოციალურად დაუცველ ოჯახებს შორის არიან მრავალშვილიანი ოჯახები, უდედმამო ბავშვები, ომის მონაწილეები და  ას წელს გადაცილებული მოხუცები. საახალწლო კალათა 175–მა ოჯახმა სრულად მიიღო.  10535695_756363657789339_4732153835530231589_oსასაჩუქრე კალათაში ძირითადი პირველადი მოხმარების პროდუქტებია რომელიც ამ ოჯახებს ახალი წლის სუფრას გაულამაზებს. თითოეული სასაჩუქრე კალათა 16 კილოგრამამდეა.