წალენჯიხის გამგებელმა მოსახლეობას ათთვიანი მუშაობის შედეგები წარუდგინა

0

1240614_501104609981913_1605822215_nდღეს, 6 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კინოთეატრის დარბაზში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ მოსახლეობის წინაშე წარმოადგინა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2013 წლის იანვრიდან დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ათთვიან ანგარიშში ძირითადი  ყურადღება გაამახვილა სოფლის მხარდაჭერის პროგრამასა და წალენჯიხაში წამოწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე , კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე , ბოლო დროს განვითარებულ სტიქიურ მოვლენებზე, ჯანდაცვით პროგრამებზე და 2013 წლის ბიუჯეტზე.

ორმოცწუთიან გამოსვლაში მუნიციპალიტეტის გამგებელი შეეხო ყველა სფეროს და ისაუბრა სამომავლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ გეგმებზე.

სხვა ახალი ამბები: