წალენჯიხის გამგებლის მოადგილედ გიორგი ლუკავა დაინიშნა

4

imagesწალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილედ დღეს გიორგი ლუკავა დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყარომ აცნობა. წყაროს ინფორმაციით 35 წლის გიორგი ლუკავა 1 ოქტომბრის არჩევნებამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო, რომელმაც საქართველო მასზე ზეწოლის მოტივით დატოვა და ამ ხნის განმავლობაში ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობდა.

smo.ge წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგა გულორდავას დაუკავშირდა, რომელმაც გამგებლის მოადგილედ გიორგი ლუკავას დანიშნვა დაადასტურა. წალენჯიხის გამგებელმა უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ლუკავა ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრი იყო და მან “ქართული ოცნების” ზეწოლის საქფუძველზე დატოვა საქართველო.

“მე ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, რადგანაც ეს არის ჭორი. გიორგი ლუკავა ჩემი მეგობარია და ის თავისი საქმის პროფესიონალია,”-განაცხადა წალენჯიხის გამგებელმა.

გიორგი ლუკავა თავისი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.

სხვა ახალი ამბები: