წალენჯიხის გამგებლობისთვის გიორგი ვეკუაც იბრძოლებს

1

906931_294106407418226_1397009048552759147_oწალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტისთვის თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარ ძალებს მოსინჯავს იურისტი გიორგი ვეკუა. შ.პ.ს “ენგურჰესის” იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვეკუა გამგებლობის კანდიდატად უკვე წარადგინეს. ის საკუთარ ძალებს “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” კვოტით მოსინჯავს.

ცნობისათვის, გიორგი ვეკუამ 2013 წელს მონაწილეობა მიიღო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში.

გიორგი ვეკუა 1977 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1994 წელს დაამთავრა წალენჯიხის რაიონის, სოფელ ლიის საშუალო სკოლა. გიორგი ვეკუა პროფესიით იურისტია. ის არის ხუთი სამეცნიერო პუბლიკაციის, ორი მონოგრაფიისა  ერთი სალექციო კურსისა და დამხმარე ლიტერატურის ავტორი.

გიორგი ვეკუამ 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში.

სხვა ახალი ამბები: