წალენჯიხის გამგებლობის კანდიდატი გოგა გულორდავა ადგილობრივებთან შეხვედრებს მართავს

0

10321594_276887755817562_4000995558713914892_o“ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატი გოგა გულორდავა ადგილობრივ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, 25 მაისს გამგებლობის კანდიდატი საკრებულოს დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთას ქალაქ წალენჯიხის ამომრჩევლებს შეხვდნენ.

ფიროსმანის, ვეკუას, მებონიას, ჭავჭავაძის, კოსტავას, ვაჟა ფშაველას, მიქავას, თვალთვაძის, ადამიას, გაგარინის, ჭურღულიასა და გრანელის ქუჩის მაცხოვრებლებს გამგებლობის კანდიდატი სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გზების მოპირკეთება, წყალმომარაგება და ყველაზე მთავარი, მოსახლეობის დასაქმება “ქართული ოცნების” კანდიდატის პროირიტეტებია. 

გოგა გულორდავამ ადგილობრივ მოსახლეობას მისი ძირითადი სტრატეგიები და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

სხვა ახალი ამბები: