წალენჯიხის გამგეობასა და საკრებულოში შესაძლოა შემოწმების მიზნით შემოსავლების სამსახური შევიდეს

0

rcსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საოლქო პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერის ლალი ანთიას საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს გადაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” შ.პ.ს “დაგი”-ს ხელმძღვანელ პირებსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისებისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე უჩივის.

გამომდინარე აქედან, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში ლალი ანთიას საჩივრის საფუძველზე შემოსავლების სამსახური და საოლქო პროკურატურა ერთობლივად შევიდნენ. საოლქო პროკურატურის წერილი შემოსავლების სამსახურს 18 ივნისს გადაეგზავნა.

სხვა ახალი ამბები: