წალენჯიხაში ახალი ქვესადგურისა და ენერგოგადამცემი ხაზების მშენებლობა დაიწყება

0

engurhesis-kaSxali-da-wyalsacaviმომავალი წლიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალი ქვესადგურისა და ენერგოგადამცემი ხაზების მშენებლობა დაიწყება.

მშენებლობა ქალაქ ჯვარის ოჭანეს უბანში დაიწყება.

ამ საკითხთან დაკავშირებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტუმრად გერმანიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები – ენრიკო სპილერი, რალფ ქიუნისტი, დავით მანაგაძე და ნინო შანიძე იმყოფებოდნენ.

მშენებლობის  ეტაპი 2014 წლის  მარტიდან დაიწყება.

ახალი ქვესადგური, სახელწოდებით “ჯვარი” 50 მილიონ ევროდ შეფასებული პროექტია. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების შეჭრა კავკასიონის ხაზზე მოხდება. სტუმრებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი და ის ტერიტორიები დაათვალიერეს, სადაც ენერგოგადამცემი ხაზები გაივლის.

სხვა ახალი ამბები: