წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში რუსმა ოკუპანტებმა გზა გადათხარეს

0

rusebiწალენჯიხის სოფელ მუჟავასა და გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას საზღვართან რუსმა ოკუპანტებმა გზა გადათხარეს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით საზღვართან რუსი სამხედროები დილის საათებიდან აწარმოებენ შესაბამის სამუშაოებს, თუმცა მათ საზღვართან ახლოს მისვლა ვერ გაბედეს.

“ჩვენ გვეშინია რამე არ დაგვიშავონ და რუს სამხედროებთან ახლოს მისვლას ვერ ვბედავთ. დილიდან მუჟავა ლეკუხონას საზღვართან არიან კონცენტრირებული და მათ თან ახლავთ მძიმე ტექნიკაც. ჩვენ დავინახეთ მხოლოდ ის, რომ მათ მიერ იქნა გადათხრილი ის გზა, სადაც გავლებულია ამ ორ სოფელს შორის ე.წ საზღვალი. სხვა არაფერი ვიცით. რუსი სამხედროები ამ დროისთვისაც ადგილზე რჩებიან, თუმცა გადათხრილი გზიდან ოდნავ მოშორებით,”-აცხადებენ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას სოფელ მუჟავას მაცხოვრებლები.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge მდგომარეობის გასარკვევად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოგა გულორდავასთან დაკავშირება სცადა, რომელმაც საინფორმაციო სააგენტოს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

სხვა ახალი ამბები: