წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე მეზობლობის ფენომენზე საუბრობს

1

969807_489321234483184_1439328123_nსოციალურ ქსელ facebook-ის საშუალებით მორიგ თავდასხმას ახორციელებს საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ზე წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე დალი ქარდავა. იგი მეუღლის მსგავსად საინფორმაციო სააგენტოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დალი ქარდავას მიერ გამოქვეყნებულ კომენტარში ნათქვამია, რომ ადგილობრივი ბიზნესმენი და საკრებულოს თავმჯდომარე მეზობლები არიან და მათ შუამავალი არ სჭირდებათ.

smo.ge-ს ცნობისთვის,დათო და პაატა ძალიან ახლო მეზობლები არიან და თუ გავითვალისწინებთ ქართული მეზობლობის ფენომენს,მათი დაახლოებისთვის შუამავალი არ არის საჭირო,მითუმეტეს სულ რაღაც 100 მ აშორებთ მათ სახლებს. ეს ყველაზე მარტივი ტყუილი იყო smo.ge–ს ინფორმაციებიდან.სამწუხაროა მაგრამ რეალობა,სააგენტომ დაუზუსტებელი ინფორმაციებს თავი უნდა აარიდოს”-ნათქვამია საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლის facebook-ის გვერდზე. ეს კომენტარი წალენჯიხის ”პირველმა ლედიმ” 11 საათის წინ დადო და მას ამ დროისთვის მხოლოდ ორი მოწონება აქვს. აღნიშნუილი კომენტარის ე.წ Like მის მეუღლეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით ბელქანიას ეკუთვნის.

სხვა ახალი ამბები: