წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია გახდა

0

10553525_1441364046148598_4179087601939049425_nრამდენიმე წუთის წინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია. დავით ბელქანია წალენჯიხაში  “ქართული ოცნების” წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ღვინჯილიამ შეცვალ. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით აღნიშნულ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ წინა კვირას მიიღო. 

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ სხდომა სამი დღით, 24 ივლისამდე გადაიდო. ხუთშაბათს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარის მოადგილესა და ფრაქციის თავმჯდომარეებს აირჩევს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ამ დროისთვის  “თავისუფალი დემოკრატების” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე გონერ კვარაცხელია განიხილება, ხოლო ფრაქცია “ქართული ოცნება” დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ კობა შანავა, რომელიც 14 ივლისს გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეობაზე კენჭს იყრიდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგით მესამე სხდომა ხუთშაბათს, 14 ივლისს გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: