წალენჯიხის საკრებულოს წევრები სავარაუდოდ ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

0

walenjixis-sakrebuloწალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  სავარაუდოდ “ქართული ოცნების” წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ღვინჯილია გახდება. აღნიშნულ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ გუშინ მიიღო, საკრებულოს წევრები კი მომავალ თავმჯდომარეს მომდევნო ორშაბათს სხდომაზე დაასახელებენ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ამ დროისთვის ასევე “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე გონერ კვარაცხელია სახელდება, ხოლო ფრაქცია “ქართული ოცნება” დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ კობა შანავა იქნება, რომელიც 14 ივლისს გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეობაზე კენჭს იყრიდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგით მეორე სხდომა ორშაბათს, 10.00 საათზე გაიმართება

სხვა ახალი ამბები: