წალენჯიხის სოფელ ჭალეს მოსახლეობა გამგეობის კარების აჭედვით იმუქრება

0

chaleწალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეს მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის კარების აჭედვით იმუქრება. როგორც ჭალეს მაცხოვრებლები საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბრებში აცხადებენ პროტესტის უკიდურესი ფორმის მიზეზი სოფლის რწმუნებულად წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ბელქანიას მიერ ხელდასმული ახალი გამგებლისა და მისი მოადგილის სავარაუდო დანიშნვაა.

“ჭალეში საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია რწმუნებულად ხუტიკო მანიას დანიშნვას აპირებს, ხოლო მის მოადგილედ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ზონდერს სოფელში ავთანდილ მანიას ნიშნავენ. მთელი სოფელი ფეხზე დგას და ამას არ დაუშვებენ. გამორიცხულია, რადგან სწორედ ავთანდილ მანია ებრძოდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს სასიკვდილოდ სოფელში. არ გვჭირდება ასეთი კოაბიტაცია. თუ ბელქანია მაინც დაუშვებს ამას და არ გაიზიარებს ხალხის ნებას, მაშინ ჩვენ მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და გამგეობის კარებს ავჭედავთ. შევეწირებით ამას და არ დაუშვებთ სოფელში ისევ “ნაციონალების” გაჯეჯილებას”-აცხადებს სოფელ ჭალეს მკვიდრი ეკატერინე ჭანია.

სხვა ახალი ამბები: