წალენჯიხის სპორტკომპლექსს ვლადიმერ შანავას სახელი მიენიჭა

1

neწალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რაიონის სპორტკომპლექსს ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ვლადიმერ შანავას სახელი მიანიჭა. ამის შესახებ გადაწყვეტილება წალენჯიხის საკრებულოს სხდომაზე დღეს მიიღეს. ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიაწოდა. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისდ ხელმძღვანელის, ეკა ბელქანიას განცხადებით საკრებულოს დღევანდელ სხდომას სწორედ ამ კუთხით ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საინფორმაციო სააგენტო smo.ge უკომენტაროდ გთავაზობთ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება N 52

ქ. წალენჯიხაში კ.სალიას ქუჩაზე მდებარე სპორტკომპლექსისათვის ვლადიმერ შანავას სახელის მინიჭების თაობაზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1.    1.     ქ.წალენჯიხასი კ.სალიას ქუცაზე მდებარე სპორტკომპლექსს მიენიჭოს ავრანეთში, isaf-ის   მისიის დროს დაღუპული კაპრალის ვლადიმერ შანავას სახელი.

2.      2. ღონისძიების ხარჯები უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

3.      3.  განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

სხვა ახალი ამბები: