წალენჯიხის ტელევიზია “ნაციონალ” მაჟორიტარ დეპუტატს “დეპუტატის საათში” იწვევს

0

qardavaწალენჯიხის დამოუკიდებელმა ტელეკომპანია “ჯიხა”-მ საკუთარ ეთერში ახალი სატელევიზიო პროექტი დააანონსა, რომელიც ყოველთვიურად გავა ტელეკომპანიის ეთერში. ახალი პროექტი ითვალისწინებს წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიშს ღია ეთერში. გადაცემის სახელწოდებაა “დეპუტატის საათი”, რომლის ეთერში გასვლის ქრონომეტრაჟი ერთი საათით განისაზღვრება.

როგორც smo.ge-ს წყარო იტყობინება, “დეპუტატის საათს” წალენჯიხის დამოუკიდებელი ტელევიზიის ერთადერთი ჟურნალისტი გაუძღვება. ახალი პროექტი დამოუკიდებელი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გავა, სადაც მაყურებელს შეეძლება მაჟორიტარ დეპუტატს კითხვებიც დაუსვას.

“ეს ტელევიზია წლების განმავლობაში “ნაციონალურ მოძრაობას ემსახურებოდა” და იმავეს აგრძელებს ახლაც. რა ანგარიში უნდა ჩააბაროს ხალხს ლევან ქარდავამ? რა გააკეთა მან წალენჯიხისთვის მანამდეც და მას შემდეგაც, რაც დეპუტატი გახდა? არც არაფერი. ეს იქნება ახალი იდეოლოგიის დასაწყისი წალენჯიხის სინამდვილისთვის. ამაში კი “ნაციონალებს” ისევ ტელეკომპანია “ჯიხა” დაეხმარება”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

“დეპუტატის საათის” ანონსი

სხვა ახალი ამბები: