წალენჯიხის ტყე-პარკთან დაკავშირებით პროკურატურა შემოწმებას ატარებს

1

175911_466469310065393_1947865353_oსამეგრელოს მედია ორგანიზაციამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საოლქო პროკურატურიდან წალენჯიხის ტყე-პარკის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით წერილი მიიღო. საპასუხო წერილში საუბარია იმაზე, რომ საოლქო პროკურატურა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას განაგრძობს და მასალების მიხედვით გასარკვევი საკითხების ირგვლივ მიმდინარეობს შემოწმება.

საოლქო პროკურატურიდან მიღებულ წერილს უკომენტაროდ გთავაზობთ:

”ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურიდან გადმოგზავნილი თქვენი 2013 წლის 23 აგვისტოს წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოდან გადმოგზავნილ იქნა მასალები წალენჯიხაში მდებარე პარკის სარემონტო სამუშაოების შესრულებისას სავარაუდო კანონდარღვევების ფაქტებზე.

აღნიშნული მასალების მიხედვით გასარკვევი საკითხების ირგვლივ მიმდინარეობს შემოწმება.”-ნათქვამია სამეგრელოს საოლქო პროკურატურიდან მიღებულ წერილში, რომელსაც ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანა არონია აწერს ხელს.

სხვა ახალი ამბები: