წალენჯიხის ყოფილი გამგებლის მკვლელობის ფაქტზე ხელახალი გამოძიება დაიწყო

1

samxareoსამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა წალენჯიხის რაიონის ყოფილი გამგებლის აწგარდაცვლილ გიორგი მებონიას ოჯახის მოთხოვნით 2008 წლის 25 ოქტომბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში მომხდარი ფაქტის ხელახალი გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. აღნიშნული ფაქტის ხელახალ ძიებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს იმ პირთა დაკითხვა, რომლებიც 2008 წლის 25 ოქტომბერს სოფელ მუჟავაში აფეთქების ფაქტის თვითმხილველია. დაკითხულთა შორის სამეგრელოს მედიის ის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც ამ ფაქტს თავადაც შეესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 24 ოქტომბერს გვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავას მკვიდრის ოთარ საბულუას სახლს და დაცხრილეს. მომდევნო დღეს კი, 2008 წლის 25 წლის დილის საათებში მუჟავაში, ოთარ საბულუას ეზოში პრევენციის მიზნით გამნაღმველი სამუშაოები დაიწყო. სწორედ ამ მომენტში მოხდა აფეთქება, რომელსაც ოჯახის მეპატრონე ოთარ საბულუა და წალენჯიხის რაიონის გამგებელი გიორგი მებონია ემსხვერპლნენ. შემთხვევის ადგილზე მძიმედ დაიჭრა პოლიციელი ზვიად ლაგვილავა.

ხელახალი გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. სავარაუდოდ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხებიან წალენჯიხის “კუდ”-ის უფროსი ზაალ ღურწკაია, ასევე პოლიციის ყოფილი უფროსი და წალენჯიხის საკრებულოს ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხარჩილავა.

სხვა ახალი ამბები: