წალენჯიხის ცენტრალური პარკი, რომელიც ჯერჯერობით დაუსრულებელია 900.000 ლარი დაჯდა

0

540217_448547781822908_872162754_nარასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” 24 მაისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანოებს წერილობით მიმართა გამოეგზავნათ წალენჯიხის ცენტრალური პარკის მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით. დღეს, 30 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო პასუხი წერილობით, სადაც ნათქვამია, რომ შესაბამისი დოკუმენტაცის გასაცემად მუნიციპალიტეტის გამგეობას გარკვეული დრო სჭირდება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge უკომენტაროს გთავაზობთ იმ წერილს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ “ქალები შვიდობისათვის” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული თქვენი 2013 წლის 24 მაისის განცხადების თაობაზე გაცნობებთ, რომ წალენჯიხის ცენტრალური პარკის სარესტავრაციო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენდა 842.000 ლარს. შესაბამის სამუშაოებს 2012 წლის 2 მაისსგაფორმებული ხელშეკრულების თანახმად აწარმოებდა შპს “დაგი”, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 7 დეკემბრის დასკვნის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ 820414.0 ლარი 3013 წლის 27 მაისის მდგომარეობით შპს “დაგი”-სათვის გადარიცხულია 780251.0 ლარი.

აღნიშნული სამუშაოების დოკუმენტაცია მოცულობითია, ინახება სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში (სამსახურებში) მათი მოძიება და ასლების გასაცემად მომზადება მოითხოვს გარკვეულ დროს.”-ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა აწერს ხელს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოგზავნილ წერილზე კომენტარს აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლალი ანთია, რომელიც აცხადებს, რომ მიღებული წერილი მხოლოდ ფანდი და დროის გაყვანაა.

“ეს არის ის წერილი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ ჩადენილ უკანონობებს. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ჩადენილი უკანონობის გადაფარვას ცდილობს გამგებელი გოგა გულორდავა, რომელმაც რატომღაც ვერ მოახერხა დოკუმენტაციის მოძიება და გადმოგზავნა მთელი ერთი კვირის განმავლობაში.ბელქანიამ პარკის მშენებლობა ისე გადაავადა, რომ ამის შესახებ არცერთი საკრებულოს წევრისთვის არ უკითხავს. დავით ბელქანია ყველაფერს მხოლოდ თავისი პირადი გადაწყვეტილებების საფუძველზე აკეთებს, რადგანაც ის არის წალენჯიხის ერთპიროვნული მმართველი და წალენჯიხის “მეფე”.მეფობა ნამდვილად არ გამოუვა.

არაუშავს, მე დაველოდები კიდევ ოთხი დღე და იმედია ჩემი ორგანიზაცია მიიღებს ამ დოკუმენტაციას, რომლის გასაჯაროვებას შევძლებთ და საზოგადოებას დავანახებთ სრულ სიმართლეს თვალნათლივ.”-აცხადებს ლალი ანთია.

სხვა ახალი ამბები: