წამებით მოპოვებული აღიარებითი ჩვენება და დაკავებული ქართველების სასამართლო პროცესი გალში

0

wamebaთვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკაში დაკავებული რვა ქართველიდან ერთ-ერთი, ომარ აბშილავა ე.წ აფხაზმა სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც სასურველი აღიარებითი ჩვენებაც მიიღეს. ამ  სახის განცხადებას ომარ აფშილავას ახლო ნათესავები ავრცელებენ.

“ტყუილია თითქოს ომარმა საკუთარი ნებით მისცა აღიარებითი ჩვენება, თითქოს იგი აფხაზების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში  ღებულობდა მონაწილეობას. ჩვენების მიცემა ფიზიკური ზეწოლის შედეგად განხორციელდა. ომარ აბშილავა სასტიკადაა ნაცემი და ნაწამები და მის გაშვებას აფხაზური მხარე არც აპირებს “-აცხადებენ ნათესავები.

შეგახსენებთ, რომ აფხაზური მხარის მიერ დაკავებული რვა ქართველის სასამართლო პროცესი გალის რაიონულ სასამართლოში დღეს დაიწყო. დაკავებული ქართველების უფლებებს ე.წ თვითაღიარებული რესპუბლიკის სახაზინო ადვოკატები იცავენ. რვა დაკავებულიდან შესაძლოა აფხაზურმა მხარემ სასამართლო პროცესიდან ხვალ მხოლოდ სამი ქართველი გათავისუფლოს.  დანარჩენ ხუთ დაკავებულს კი წინასწარი 3 თვიანი პატიმრობა ემუქრება. დაკავებულებს  ბრალად ედებათ  აფხაზების წინაამდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რომელიც აფხაზური ე.წ კანონმდებლობით 15-დან 20 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

 

სხვა ახალი ამბები: