წელიწადნახევრის ლიკა გოგოხიას მშობლები მის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

0

saavadmyofoწალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშში გარდაცვლილი წლინახევრის ლიკა გოგოხიას გარდაცვალებას მშობლები და ახლობლები ექიმების დაუდევრობას აბრალებენ. მეზობლების თქმით წელიწადნახევრის გოგონამ რამდენიმე დღის წინ საკუთარ ეზოში ნაპოვნი ლურსმანი გადაყლაპა. ლიკას მშობლებმა საშველად მეზობლებს უხმეს, თუმცა ისინი ვერაფერს გახდნენ და გადაწყვეტილება მიიღეს მცირეწლოვანი ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო რესპუბლიკაში გადაეყვანათ.

ლიკა გოგოხიამ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ზუსტად დღენახევარი დაჰყო, რის შემდეგაც საავადმყოფოდან გაეწერა. მეზობლების განმარტებით ლიკას იმავე საღამოს სხეულის მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

“საოჯახო პირობებში ოჯახის წევრებმა პატარა გოგონას თბილი ოყნა გაუკეთეს და კუჭი გამოურეცხეს, რასაც ლურსმანი და ლობიოს მარცვლებიც გამოჰყვა. რამდენიმე საათში კი ლიკა გარდაიცვალა”-აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფოს მედპერსონალს. გაურკვეველია თუ რამ გამოიწვია ლიკა გოგოხიას გარდაცვალება. ფაქტი კი ერთია, გარდაცვლილის მშობლები და ახლობლები მის  გარდაცვალებაში მხოლოდ ექიმებს ადანაშაულებენ.

წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშში გარდაცვლილი წლინახევრის ლიკა გოგოხიას გარდაცვალებას მშობლები და ახლობლები ექიმების დაუდევრობას აბრალებენ. მეზობლების თქმით წლინახევრის გოგონამ რამდენიმე დღის წინ საკუთარ ეზოში ნაპოვნი ლურსმანი გადაყლაპა. ლიკას მშობლებმა საშველად მეზობლებს უხმეს, თუმცა ისინი ვერაფერს გახდნენ და გადაწყვეტილება მიიღეს მცირეწლოვანი ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო რესპუბლიკაში გადაეყვანათ.

ლიკა გოგოხიამ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ზუსტად დღენახევარი დაჰყო, რის შემდეგაც საავადმყოფოდან გაეწერა. მეზობლების განმარტებით ლიკას იმავე საღამოს სხეულის მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

“საოჯახო პირობებში ოჯახის წევრებმა პატარა გოგონას თბილი ოყნა გაუკეთეს და კუჭი გამოურეცხეს, რასაც ლურსმანი და ლობიოს მარცვლებიც გამოჰყვა. რამდენიმე საათში კი ლიკა გარდაიცვალა”-აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფოს მედპერსონალს. გაურკვეველია თუ რამ გამოიწვია ლიკა გოგოხიას გარდაცვალება. ფაქტი კი ერთია, გარდაცვლილის მშობლები და ახლობლები მის  გარდაცვალებაში მხოლოდ ექიმებს ადანაშაულებენ.

 

სხვა ახალი ამბები: