წიგნის მოყვარულებს ზუგდიდში გამომცემლობა “რადარამი” უმასპინძლებს

0

image1გამომცემლობა “რადარამი” ქართულ ენაზე თარგმნის და გამოსცემს წიგნებს, რომლებიც უკანასკნელი წლებში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაიბეჭდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ორი საუკუნის მანძილზე საქართველო იზოლირებული იყო დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოსგან. დღეს კი მასთან დაახლოებას ცდილობს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქართველ მკითხველს საშუალება ჰქონდეს საკუთარ ენაზე გაეცნოს წიგნებს, რომლებიც მთელი მსოფლიოსათვის აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება. გამომცემლობის მიზანია, ქართველ მკითხველს საშუალება მივცეთ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს წიგნები და ჩაერთოს მსოფლიოში მიმდინარე დიალოგში.
23 თებერვალს, 13 საათზე, ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის თეატრში გამომცემლობა ,,რადარამი” იწვევს მკითხველებს წიგნების პრეზენტაციაზე. მსოფლიო ბესტელერები გაიყიდება მინიმალურ ფასად! პრეზენტაციას გამომცემლობა “რადარმის” დირექტორი მერი გაბაშვილი დაესწრება.

სხვა ახალი ამბები: