წინასაფესტივალო კამპანია ზუგდიდში “მე მივდივარ GEM fest-ზე”

0

me mivdivar gemzeზუგდიდში საერთაშორისო ფესტივალის დაწყებამდე ახალი სააგიტაციო კამპანია საჯარო პირებმა და ცნობადმა სახეებმა დაიწყეს. წინასაფესტივალო კამპანია სახელწოდებით “მე მივდივარ GEM fest_ზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს თანამშრომლებმა წამოიწყეს. აღნიშნულ კამპანიაში სხვა საჯარო პირები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები აპირებენ ჩართვას.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest ანაკლიაში 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. აღნიშნულ მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი შემრულებლები მიიღებენ. ერთი კვირის განმავლობაში საკურორტო ზონაში 20.000-ზე მეტ ტურისტს ელოდებიან.