„წინა ხელისუფლება თანაგუნდელების ფარული ჩანაწერების მოპოვებასაც ახორციელებდა“

0
1360158615_irakli_gharibashvili_4შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების მმართველი ძალა არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მაკომპრომეტირებელ ფარულ ვიდეოჩანაწერებს აგროვებდა, არამედ საკუთარი თანაგუნდელებისასაც.
აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „ღია ეთერში” სტურმობისას გააკეთა და იქვე დასძინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგ სამინისტრო კანონის ფარგლებში იმოქმედებს და პირადი ცხოვრების ამსახველ უკანონო ჩანაწერებს გაანადგურებს.
„სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლება წლების განმავლობაში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების მოპოვებას უკანონოდ ახორციელებდა, მათ შორის – როგორც ოპონენტებზე, ისე საკუთარი გუნდის წევრებზეც. ეს არის ყველაზე ამაზრზენი ჩემთვის! არა მხოლოდ „ქართული ოცნების”, არამედ სხვა პოლიტიკური ოპონენტების მაკომპრომეტირებელი მასალებიც აღმოვაჩინეთ, თუმცა ახლა დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ,”- დასძინა შინაგან სამქეთა მინისტრმა.

სხვა ახალი ამბები: