წლის აფიორა: ზუგდიდში დისტრიბუტორმა მისი ძარცვის ინსცენირება მოაწყო

0

lentiiiiiგავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ ზუგდიდში მცხოვრებ ბუკიების ოჯახს ოთხი ნიღბიანი შეიარაღებული პირი თავს დაესხა, ერთ-ერთი პირი სასტიკად სცემა და სოლიდური თანხა გაიტაცა, სიმართლეს არ შეესაბამება. პირი, რომელიც აცხადებდა, რომ მას სასტიკად გაუსწორდნენ, თავში ირაღის კონდახი ჩაარტყეს და თანხა გასტაცეს – იცრუა.

როგორც ირკვევა, მამაკაცი, რომელმაც მისი ძარცვის ინსცენირება მოაწყო, დისტრიბუტორად მუშაობს. ის აზარტული თამაშების მოყვარულია, თანხა წააგო და გადაწყვიტა, მაღაზიებიდან მიღებული, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის განკუთვნილი თანხა – 4 700 ლარი მიეთვისებინა, შემდეგ კი დადგა სცენა, რომ ის გაძარცვეს და თანხა მძარცველებმა გაიტაცეს. თავდაპირველად ფაქტზე გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო. პირს ჩაუტარდა გარეგანი და კომპიუტერული დათვლიერება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობით, ირკვევა, რომ თავზე დაზიანებები არ აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკითხვაზე აღნიშნულმა პიროვნებამ სამართალდამცველებს აღაიარებითი ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ თანხა პირადი საჭიროებისთვის უნდოდა, ძარცვის შესახებ კი იცრუა და ინსცენირება მოაწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, ძარცვის მუხლი უახლოეს საათებში პროკურატურის მიერ გადაკვალიფიცირდება, როგორც ცრუ დასმენა და თანხის უკანონო მითვისება და აღნიშნული პირის წინააღმდეგ საქმე შესაბამისი მუხლით აღიძვრება.

სხვა ახალი ამბები: