წლის “დედა ტერეზას” ერთი დღე smo.ge-სთან ერთად

0

047წარმოშობით აჭარელი და ზუგდიდელების რძალი, რომელსაც ზუგდიდში “დედა ტერეზა” ნახევრად ხუმრობით შეარქვეს, smo.ge-ს ამავე ნომინაციის გამარჯვებული გახდა. საინფორმაციო სააგენტომ გადაწყვიტა მისი ერთი დღე გადაეღო და თანაც წინასაახალწლოდ. თიკო აბაშიძემ წლის შემაჯამებელი ქველმოქმედება საახალწლო ნობათებით დააგვირგვინა.

 

აჭარელმა ქალბატონმა წინასაახალწლოდ, ზუგდიდში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ძირითადად ბავშვებს სურსათი, სათამაშოები და ტანსაცმელი მიუტანა. თიკო აბაშიძე სიუჟეტში თავად მოგვიყვება თუ ვინ გასწია სოციალურად დაუწველებისთვის წინასაახალწლო ქველმოქმედება.