წმინდა სინოდის წევრები 19 აგვისტოს ანაკლიაში პარაკლისს გადაიხდიან

0

10511319_10204537493744193_5950356441245552675_nსაქართველოს მართმადიდებელი ელესიის წმინდა სინოდის წევრები და სამღვდელოება 19 აგვისტოს ზუგდიდსა და ანაკლიაში პარაკლისს გადაიხდიან. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს.

„ა.წ 19 აგვისტოს, სამშაბათს, ფერისცვალების დღეს, ზუგდიდში, 10.00 საათზე ივერის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა ჩატარდება, რომელსაც აღავლენენ საქართველოს ელესიის წმინდა სინოდის წევრები და სამღვდელოება. 15.00 საათზე კი გადახდილი იქნება პარაკლისი ანაკლიაში. ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ამ დღეს დაბრძანებული იქნება ღვთისმშობლის კვართი და მორწმუნეთ საშუალება ექნებათ, მიეახლონ მას”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სასულიერო პირები ანაკლიაში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ელექტრონული ფესტივალის – “კაზანტიპის” ჩატარება გააპროტესტეს.

სხვა ახალი ამბები: