წუხელ ზუგდიდის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

0

news_25924წუხელ ზუგდიდის ცენტრალურ უბანში, მეოთხე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს ახალგაზრდა მამაკაცი. წინასწარი ინფორმაციით ირაკლი ფიფიას დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ფიფიაზე თავდამსხმელები ჯერჯერობით დაუდგენელია, რადგანაც ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაჭრილი ირაკლი ფიფია მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაში” გადაიყვანა. დაჭრილი პაციენტი ამ დრომდე სტაციონალურ მკურნალობას გადის. ექიმების განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით,  რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით პოლიციამ უკვე დაკითხა ავტოსამრეცხაოს თანამშრომლები, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ, თუმცა უცნობია რა სახის ჩვენება მისცეს მათ სამართალდამცავებს. ირაკლი ფიფიას ოჯახი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

ცნობისათვის, ირაკლი ფიფია სამეგრელოს სამხარეო პოლიციის ყოფილი ჩინოვნიკის მეგის ქარდავას ცოლისძმაა. მეგის ქარდავა ამჯამად ძებნაში იმყოფება.

სხვა ახალი ამბები: