წუხელ ზუგდიდში პოლიციამ “თავისუფალი ზონის” ექვსი წევრი დააკავა

0

11267649_921427801233914_86367439_nწუხელ ზუგდიდის ცენტრალურ უბნებზე სამართალდამცავებმა ექვსი ახალგაზრდა დააკავა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ გაარკვია, რომ დაკავების მიზეზი ქალაქის მაშტაბით შენობებზე შეურაცხმყოფელი წარწერები გაკეთება გახდა. ექვსივე დაკავებული “თავისუფალი ზონის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან.

დაკავებულებმა წუხანდელი ღამე ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს წიბასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა. დაკავებულები დილით გაათავისუფლეს და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით ჯარიმების გადახდა დაეკისრათ. ექვსივე დაკავებულს გაფრთხილება მიეცა.