წუხელ სოფელ ჭალადიდში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

0

geleწუხელ მკვლელობა მოხდა ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში. 18 წლის ადგილობრივმა მკვიდრმა რ.ე-მ თავისი მეზობელი, 38 წლის ილო კაპანაძე სოფლის ერთ-ერთ ღელეში ჩაახრჩო. როგორც კაპანაძის თანასოფლელები საუბრობენ რ.ე ფსიქიკურად გაუწონასწორებელია და მისგან ამგვარი ქმედება არც გაჰკვირვებიათ.

”როცა დათვრებოდა, ის უკვე საერთოდ კარგავდა აზროვნების უნარს და მას მთელი სოფელი თავს არიდებდა. მისი მსხვერპლი მაინც გახდა სოფელში პატივდადებული და უპატიოსნესი პიროვნება. ყველა შეშფოთებულია მომხდარი ფაქტით სოფელში”-აცხადებენ მოკლულის მეზობლები.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი რ.ე და მისი მეზობელი ილო კაპანაძე საღამოხანს სხვა მეზობლებთან ერთად სოფლის ე.წ ”ბირჟაზე” სვამდნენ. შეზარხოშებულმა რ.ე-მ კაპანაძეს შეაგინა, რასაც მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება. მოგვიანებით ისინი სოფლის ერთ-ერთ უბანში შეხვდნენ ერთმანეთს ”საქმის გარჩევის” მიზნით. სწორედ ამ დროს რ.ე-მ კაპანაძეს ღელეში თავი ჩააყოფინა და ამ ხერხით მოახერხა მისი დახრჩობა. როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი განმარტავს, მას არ უნდოდა მისი დახრჩობა და მასაჟებიც კი გაუკეთა ბოლოს, თუმცა კაპანაძეს უკვე ვერაფერი შველოდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიცია მკვლელობის ცხელ კვალზე გავიდა და ეჭვმიტანილი რ.ე რამდენიმე წუთში დააკავა.

სხვა ახალი ამბები: