წუხელ ცაიშში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ზუგდიდის პოლიციამ ერთ საათში გახსნა

0

iaragiზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს გურამ პაჭკორია, რომელიც თანმხლებ პირთან ერთად წუხელ ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებას ცდილობდა.

“წუხელ დაახლოებით ღამის 12 საათზე ბენზინგასამართ სადგურს მოადგა მანქანა, გადმოვიდა ორი პიროვნება. მე მეგონა მათ ბენზინი უნდოდათ. უეცრად ერთ-ერთმა პისტოლეტი მომაბჯინა და ფულის გამოტანა მიბრძანა. იმ დღეს მართლა არ გვივაჭრია თითქმის და რაც ვივაჭრეთ ისიც უფროსს ჩავაბარეთ. გამომდინარე აქიდან სალაროში ფული არ გვქონდა. წამართვეს მობილური ტელეფონი და სალარო აპარატი. განახორციელეს რამდენიმე გასროლა ჰაერში და წავიდნენ გაურკვეველი მიმართულებით. ამ შემთხვევიდან რამდენიმე წამში მოვიდა პოლიციაც და ერთ-ერთი ყაჩაღი დააკავეს”-აცხადებს ბენზინგასამართი სადგურის მორიგე ოპერატორი გოჩა მირცხულავა.

ზუგდიდის პოლიციაში დაკავებული ამოიცნო თავად ბენზინგასამართი სადგურის მორიგე ოპერატორმა. მისი თქმით არცერთ დამყაჩარებელს ნიღაბი არ ეკეთა და მათი სახეები კარგად დაიმახსოვრა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ზუგდიდის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დილით პოლიციამ მეორე დამნაშავეც დააკავა, თუმცა ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ კეთდება.

 

სხვა ახალი ამბები: