წუხელ წალენჯიხის სტამბა გაქურდეს

0

qurdobaწალენჯიხის ცენტრში წუხელ დაახლოებით ღამის 11 საათზე ჯერჯერობით დაუდგენელი პირები  სტამბაში შეიჭრნენ და გაქურდეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სტამბის მფლობელმა ლია ანთიამ განუცხადა ქურდებმა მხოლოდ სტამბის კუთვნილება, ქსეროქსი წაიღეს.

როგორც ლია ანთია აცხადებს სტამბაში შესულმა ქურდებმა სხვა ღირებული ნივთების გატანა სტამბიდან ვერ შეძლეს. მისივე ვარაუდით ქურდების მიზანი იყო სტამბის გვერდით მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის გაქურდვა, თუმცა რკინის კარები ვერ გატეხეს და გადაწყვიტეს სუპერმარკეტში სტამბის შენობიდან შეეღწიათ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წალენჯიხის სტამბის თანამშრომლებმა ადგილობრივ პოლიციას შეატყობინეს, სადაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ეჭვმიტანილები ჯერჯერობით დაკავებული არ არიან.

აუდიო

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/qurdoba-walenjixashi.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

 

 

სხვა ახალი ამბები: