წყალდიდობა სამეგრელოში და ძლიერი შტორმი ზღვაზე

0

shtormiდილიდან ძლიერად წვიმს მთელს სამეგრელოში, რომლის შედეგადაც ზუგდიდის რაიონის უმეტეს სოფლებში მდინარეები ადიდდა. ადიდებულმა მდინარეებმა ადგილობრივი მოსახლეობის სახლ-კარი დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველები და განადგურებულია ერთწლიანი ნარგავები.

წყალდიდობამ განსაკუთრებულად დააზარალა საკურორტო ქალაქ ანაკლიის მოსახლეობა. დატბორილია 15 საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. ზღვაზე ძლიერმა შტორმმა სანაპირო მთლიანად წაიღო. ადილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

“დილიდან ძლიერად წვიმს ანაკლიაში და ამან გამოიწვია წყალდიდობა. ძლიერი შტორმის გამო ზღვა არ ღებულობს მდინარე ენგურს, რამაც შეიძლება დამატებითი პრობლემებიც შექმნას. დაგვეხოცა შინაური ფრინველები და მთლიანად განადგურებულია ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო ნარგავები”-აცხადებენ ანაკლიის  ადგილობრივი მაცხოვრებლები.

სხვა ახალი ამბები: