წყალდიდობა წალენჯიხაში: ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

0

ax5ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის რაიონში წყალდიდობა გამოიწვია. ადიდებულმა ღელეებმა და მდინარე ინწირამ მთლიანად დატბორა წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ჯგალსა და საჩინოში საცხოვრებელი სახლების პირველი სართული. მთლიანად განადგურდა ერთწლიანი ნარგავები.

“წელს ალბათ შიმშილით დავიხოცებით, რადგან არ შეგვრჩა არც შინაური ფრინველი და  და არც ყანები. ეს უკვე მეორე წყალდიდობაა, რომელიც გვიტევს. წუხელ მთელი ღამის განმავლობაშინ არც გვიძინია, რადგან გადაუღებლად წვიმდა. სახლებში წყალი შიგნით შემოვიდა. დღესაც წვიმს ამ დრომდე. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს”–აცხადებს smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში  წალენჯიხის დაზარალებული მოსახლეობა.

ძლიერმა წვიმამ დააზარალა წალენჯიხის რაიონის ქალაქი ჯვარი და მიმდებარე სოფელი ჩქვალერიც. ჯვარსა და ჩქვალერში მეწყერი ჩამოწვა, რომლის გამოც ცენტრალური სავალი გზა ჩაიხერგა. ამ წუთებში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

7950_529811417053955_1890432874_nრთული სიტუაციაა წალენჯიხის ცენტრალური საავადმყოფოს შენობაშიც, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. საავადმყოფო გადახურული არ არის და ოთახებში ისევე წვიმს როგორც გარეთ. მიუხედავად მათი არაერთგზის თხოვნისა ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაბამისი დახმარება არ გაუწია.

“რამდენჯერ  მოვითხოვეთ შენობის გადახურვა, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია. ადგილობრივი ხელისუფლება ყურად არ იღებს ჩვენს მოთხოვნებს. მთელი ღამის განმავლობაში წყალი ჩამოდიოდა სახურავიდან და ოთახები ისეთივე დატბორილია, როგორც ეზო. შეუძლებელია ამ პირობებში ცხოვრება. სასწრაფო და გადაუდებელ დახმარებას ვითხოვთ”–აცხადებენ წალენჯიხის საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახები.

სხვა ახალი ამბები: