წყალდიდობა ჭალადიდში: ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

0

CHALADIDIუხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში. წყალდიდობის გამომწვევ მიზეზად ადგილობრივი მოსახლეობა სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობას ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე არხებს აქვს სპეციალური გადასაკეტი და ტუმბოები, ის საჭიროებს ამოწმენდას.

“მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ მოაწესრიგა სანიაღვრე არხები და ვართ საშინელ დღეში. წყალდიდობა უკვე მეორედ გვიტევს. არ ვიცით რა ვქნათ და ვის მივმართოთ დახმარებისთვის. ვთხოვთ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოგვაქციონ ყურადღება”-აცხადებს ჭალადიდის ადგილობრივი მოსახლეობა.

წყალდიდობამ და მოვარდნილმა ნიაღვარმა აზარალა სოფელ ჭალადიდის მოსახლეობა. დაიხოცა შინაური ფრინველი და დაიტბორა როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე ყანები. მთლიანად განადგურებულია ერთწლიანი ნარგავები. ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიისგან მიყენებულ ზარალს უკვე მეორედ ითვლის.

სხვა ახალი ამბები: