წყალდიდობის გამო წალენჯიხის სოფლები პარალიზებულია

0

1004013_529767440391686_1426206918_nწყალდიდობის გამო პარალიზებულია წალენჯიხის რაიონის სოფლები საჩინო, პალური, ლია და ობუჯი. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც დილიდან უკავშირდება საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს აცხადებს, რომ მთლიანად განადგურებულია ერთწლიანი ნარგავები და სავარგულები. მოსახლეობას დაეხოცა მსხვილფეხა შინაური ოირუტყვი და შინაური ფრინველები. მოსახლეობა სასწრაფო დახმარებას ითხოვს.

“უკვე ცხოვრება არ შეიძლება, იმ დონეზე ვართ მისული. პარალიზებულია სოფლები წალენჯიხის რაიონში. ყველგან ერთმანეთზე უარესი მდგომარეობაა. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ წუხანდელის მერე გადაუღებლად წვიმს. დღის ბოლომდე ასე თუ გაგრძელდა, შესაძლებელია ვერც შევძლოთ აქ ცხოვრება”-აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.

“ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციაში ახალგაზრდული ჯგუფები იქმნება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გადიან, რათა შესაბამისი დახმარება გაუწიონ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

სხვა ახალი ამბები: