“წყალტუბო პლაზა”-ში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა

0

11233156_10153313414389812_648873395_oხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას მხარდაჭერით ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სასკოლო ქსელის პროექტის ფარგლებში 2015 წლის 24-25 მაისს ქალაქ წყალტუბოში, სასტუმრო ,, წყალტუბო პლაზა“-ში ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონფერენცია.

კონფერენციის მიზანი იყო მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიური-პრაქტიკული კვლევების უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება; წარმატებული მასწავლებლების წახალისება; ეფექტური, ინოვაციური მეთოდების პრაქტიკულად სწავლების გამოყენების სწავლება;

11276227_10153313414399812_1481016632_o11297453_10153313414469812_2087568356_oკონფერენციას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები: მაია ინასარიძე – ქართული ენისა და ლიტერეატურის ექსპერტ-კონსულტანტი,  მედეა სამსონია – სასკოლო ქსელების კოორდინატორი.

კონფერენციაზე თემები წარადგინეს ხობის მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა.  საგანმანათლებლო კონფერენცია დახმარებას გაუწევს სასკოლო ქსელებში გაერთიანებულ სკოლებს  თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრებაში, წინსვლასა და განვითარებაში.

კონფერენციის დასასრულს მასწავლებლებს გადაეცათ სერტიფიკატები

 

სხვა ახალი ამბები: