ჭალადიდის მოსახლეობა ახალი წყლის მილების ჩადებას აპროტესტებს

0

wyaliხობის რაიონის სოფელ ჭალადიდის მოსახლეობა სოფელში წყლის ახალი მილების ჩაყრას აპროტესტებს. მათი განცხადებით მათ ეზოებში დიდი ხანია წყლის მილები ფოთის მიმართულებით გადის, რომლის გამოც მათ წყლით სარგებლობა მათ უფასოდ მიიღეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მათი სახლების წინ კი მცირე ზომის მილები ჩაყარა და მრიცხველებიც დააყენა.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ახალ მილებში წყალი არასაკმარისი რაოდენობით მოედინება. ისინი ისევ ძველი მილებით სარგებლობას ითხოვენ, თუმცა სამეგრელოს რეგიონის წყალმომარეგების კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ წყალი უკანონოდ მიეწოდებოდათ და მალე მოხდება ძველი მინების ჩაჭრა.

სხვა ახალი ამბები: