ჭალადიდში ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სოციალური დახმარება გაუწიეს

0

11327900_10153343604114812_988141263_oხობი-ჭალადიდი-ფოთის საავტომობილო გზის ჭალადიდის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი შვილის დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტოავარიაში დაღუპულთა ოჯახების მატერიალური დახმარების დაფინანსების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2000 ლარი, რომლითაც ვიტალი და აკაკი დარჯანიების ოჯახებს გაეწიათ ფინანსური დახმარება 1000-1000 ლარის ოდენობით.

31 მაისს, დაკრძალვის დღეს, სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა, გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

სხვა ახალი ამბები: