ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ზვიად ძიძიგურის ოჯახის წევრები დაშავდნენ

0

saswrafooooქალაქ ფოთთან ახლოს ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად ძიძიგურის ოჯახის წევრები დაშავდნენ. ზვიად ძიძიგურის დის მარინა ძიძიგურის განმარტებით, ავტომანქანაში მყოფი პირებიდან   ოთხი ადამიანი დაშავდა,  მათ შორის დეპუტატის  3 წლის შვილი – ელენე ძიძიგურიც.  შემთხვევის დროს, ავტომანქანაში ძიძიგურის კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილი – 5 წლის ვაჩე იმყოფებოდა.  ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

დეპუტატის ოჯახის წევრები ფოთში,  ზვიად ძიძიგურის მეუღლის მამიდის პანაშვიდზე  მიდიოდნენ.  ავტომანქანას სავარაუდოდ ძიძიგურის ძმა მართავდა. მანქანაში იმყოფებოდა დეპუტატის მეიღლეც.  მარინა ძიძიგურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამ პირს ფეხის არეში მოტეხილობა აღენიშნება.

სხვა ახალი ამბები: