ჭითაწყარის მოსახლეობა წინა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული მიწების დაბრუნებას ითხოვს

0

aqciaaaზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის მოსახლეობა 2004 წელს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვს. ამ მოთხოვნით დღეს ჭითაწყარში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს საარჩევნო ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, 1999 წელს საკუთრებაში გადაცემული მიწები, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, 2004 წელს, უკანონოდ იქნა ჩამორთმეული და იტალიურ კომპანია „აგრი-ჯორჯიას“ მიჰყიდეს.  მათივევე განმარტებით, 8 ჰექტარი მიწის ფართობი წინა ხელისუფლებამ 13 ოჯახს სრულიად უკანონოდ ჩამოართვა.

„გვითხრეს, ინვესტორი 2000 ჰექტარ ტერიტორიაზე ნაკლებ ადგილას არ ჩერდებაო და უნდა ჩამოგართვათო. დაგვაშინეს და წაგვართვეს. ვითხოვთ, დაგვიბრუნონ ჩვენი მიწები“, – ამბობს ჯუმბერ ჩაბალუხა.

„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ გამგებლობისა და მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ოთარ ჭითანავა და ბეჯან გუნავა დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდნენ. „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა გეგმავენ პროკურატურას განცხადებით მიმართონ.

სხვა ახალი ამბები: