ჭუბერის ცენტრში მეზობელმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა

0

get_img(3)სვანეთში, კონკრეტულად კი სოფელ ჭუბერის ცენტრში მკვლელობა მოხდა.  1987 წელს დაბადებული ლევან ჩხეტიანი საკუთარმა მეზობელმა მირიან ნარსავიძემ ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობა ჭუბერის ცენტრში დაახლოებით 14.00 საათზე მოხდა.

მკვლელობას წინ უძღოდა მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება. დამნაშავე მირიან ნარსავიძე  ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)

სხვა ახალი ამბები: