ხათუნა ბერძენიშვილთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გიორგი ბარათაშვილი მართავს

0
1356539707_giorgi_baratashvili_0საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის განცხადებით, „პირველი არხის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გადაწყდა.
როგორც ბარათაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის შედეგად სრულად გაუქმდა არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტი, ხათუნა ბერძენიშვილს კი ტელევიზიის გენერალური დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა იგი არ დათანხმდა.
„ხათუნა ბერძენიშვილს შევთავაზე დაწინაურება, შევთავაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორობა მჩევლად საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დარგში. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით, სრტუქტურული ცვლილება მოხდა და სრულად გაუქმდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური დეპარტამენტი. ეს ცვლილება დღეიდან შევიდა ძალაში. წულუკიანის თემა კი სრული ტყუილია. სასაცილოა მისგან საუბარი, თითქოს შევთავაზე ფული და ასე შემდეგ. მე მისთვის ბოლო 2 კვირაა. არ დამირეკავს და კონტაქტი არ მქონია. მე შევთავაზე ახალი თანამდებობა და დღეს მიიღო ამ თანამდებობის კონტრაქტი. რაც შეეხება ნათესავურ კავშირს ირაკლი ტრიპოლსკისთან, ასეთივე ნათესავია ხათუნაც, ჩემი შვილის ნათლიაა. რაც შეეხება მისი ბრიფინგის თემას, არც ერთხელ არ ჩავრეულვარ საინფორმაციო სამსახურის საქმიანობაში და არასოდეს მიმიცია მითითება. მას სურდა, ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მოჰყოლოდა, თუმცა ამას პოლიტიკური ელფერი ვერ მოჰყვება,”- განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა და იქვე დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბერძენიშვილი მისთვის შეთავაზებულ ახალ თანამდებობაზე ერთწლიან კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი აღარ იქნება.

სხვა ახალი ამბები: