ხათუნა ბერძენიშვილი სასამართლოს მიმართავს

0

3904barსაზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. ხათუნა ბერძენიშვილის თქმით, მას დაუკავშირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესდნენ რას უკავშირდება მაუწყებელში განხორციელებული საკადრო გადაწყვეტილება და მას იურიდიულ კონსულტაცია შესთავაზეს. ბერძენიშვილი ამბობს, რომ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით დაინტერესება გამოხატეს ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, რომლებისთვისაც მთელი ამ წლების განმავლობაში ღირებული იყო მაუწყებლის საერთაშორისო სტანდარტი, ევროკავშირისა და ეუთოს ის დასკვნები, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში მოამბე იმსახურებდა.

სხვა ახალი ამბები: