ხათუნა კალმახელიძეს სავარაუდოდ დაკითხვაზე დაიბარებენ

0

news_9097მთავარმა პროკურატურამ საქართველოს სასჯელაღსრულების 18 დაწესებულებაში 2000 მდე პატიმარი და 2004-2012 წლებში გარდაცვლილი 760 პატიმრის ოჯახის წევრი და თანამოსაკნე დაკითხა. ქვეყნის მთავარი პროკურორის განცხადებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება ციხეებში 2004-2012 წლებში პატიმართა უფლებების დარღვევის შესახებ, უკვე დაიკითხა სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა ერთი ნაწილი.

„პირველ რადიოსათან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩილ კბილაშვილმა არ გამორიცხა, რომ დიდი ალბათობით დაკითხვაზე ხათუნა კალმახელიძესაც გამოიძახებენ, თუმცა კბილაშვილის თქმით მინისტრის დაკითხვამდე ჯერ ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს რათა მინისტრის დაკითხვის მომენტისათვის გამომძიებლებს ჰქონდეთ ზუსტი ფაქტობრივი მდგომარეობები.

სხვა ახალი ამბები: