ხათუნა კალმახელიძე პროკურატურაში დაკითხვაზეა

0

kalmaxelidzeმთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებული სასჯელაღსრულების ექს–მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დაკითხვაზე იმყოფება.

კალმახელიძე მთავარ პროკურატურაში 20 საათისთვის ადვოკატის გარეშე მივიდა. ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს და სამართალდამცველებს მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის.

„მიკვირს, აქამდე რატომ არ დამიბარეს; აუცილებლად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან“, – განაცხადა ხათუნა კალმახელიძემ მთავარ პროკურატურაში შესვლის წინ „ინფო9“–სთან საუბარში.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების უწყების კიდევ ერთ ყოფილ მინისტრ დიმიტრი შაშკინს, შაშკინი ამ დროისათვის საზღვარგარეთ იმყოფება.

სხვა ახალი ამბები: