ხათუნა კალმახელიძის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში დასრულდა

0

kalmaxelidze2სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ მთავარი პროკურატურის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ყოფილმა მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის გამოძიებასთან მომავალშიც ითანამშრომლებს.

მთავარი პროკურატურის ცნობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა ცემა-წამებისა და მათ მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურის ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ დანაყოფებში წარმოებული სისხლის სამართლის ათეულობით საქმის, აგრეთვე, ამ საქმეებზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების დეტალური შესწავლის შედეგად გამოიკვეთა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების ქმედებებზე უფლებამოსილი სამინისტროს მიერ სახელმწიფო კონტროლის ფუნქციის რეგულარული შეუსრულებლობის, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები.

„2013 წლის 25 ივლისს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის ცალკეულ პირთა მიერ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით, გამოძახებულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრები ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

სხვა ახალი ამბები: