ხაინდრავა ლომჯარიას: “თქვენ კორუფციული სქემის განხორციელებაში მონაწილეობდით”

0

omjaria-xaindravaკინორეჟისორისა და ყოფილ ოპოზიციონერ ლიდერ გოგა ხაინდრავას განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია კორიფციული სქემის განხორციელებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ხაინდრავამ „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ქალბატონო ნინო თქვენ კორუფციულ სქემის განხორციელებაში მონაწილეობდით. ფული, რომელიც საქართველოში შვედეთის ბიუჯეტიდან NDI–სა და ევრაზიის ფონდში, სიღარიბის დასაძლევად პროგრამის განხორციელებისთვის შენოდიოდა და შემდეგ იქიდან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გრანტებს ლეგარულად იღებდნენ კორუფციული სქემა იყო. არასამთავრობოები მონაწილეობას პოლიტიკურ საქმიანში ღებულობდით. პროგრამა იყო სხვა და მისი განხორციელება და გადასამისამართება იყო აბსოლუტურად სხვა. ეს ეხებოდა არა მარტო კვლევებას, ეს ეხებოდა პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მომზადებას და ა.შ. თვითონ სქემა ამ ფულის შემოტანის შვედეთიდან საქართველოში არის კორუფციული და ამ კორიფციული სქემის მონაწილეები არასამთავრობოები იყვნენ,“–განაცხადა ხაინდრავამ.